სოფლის მეურნეობა
02/07/2020

პრემიერი: სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს

ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი გახარიას თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს და არსებულ დარგებს ყურძნის გადამუშავებაც ემატება. პრემიერის თქმით, ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი მევენახეებისთვის.

„ამ ცვლილების მიზანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა. პროგრამაში შედის ახალი დარგები. ისეთი, როგორიც არის თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება, დამატებული იქნება ყურძნის გადამუშავებაც. მოგეხსენებათ, რთველის პერიოდი მოდის, ამაზე ჩვენ შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ჩვენს მევენახეებს ისევე, როგორც სხვა სექტორებს, ჩვენ ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, რაზეც შემდეგ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელებთ. ეს იქნება ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი, ჩვენი მევენახეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.