სოფლის მეურნეობა
25/06/2021

პრემიერი: 2030 წელს ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება უნდა გავაორმაგოთ

მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებას მიზნად ისახავს.

“ვგეგმავთ მიწის ფონდის რეგისტრაციას და მოსახლეობის მიწით, ტექნიკით, სოფლის მეურნეობის სპეცილიატების მომსახურებით, ფინანსებზე წვდომით უზრუნველყოფას, გადამამუშავებელი და სარეალიზაციო პირობების შექმნას, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას და სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

მისი თქმით, 2012 წელს წყალუზრუნველყოფილი იყო 45 000 ჰა, რაც წელს უკვე 172 ჰა-ს შეადგენს.  

“მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 227 000 ჰა-ს შედეგის მიღება. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი გეგმის მიხედვით მთლიანად აღდგება სამელიორაციო სისტემა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ეტაპობრივად გაიზრდება სურსათით უზრუნველოფის დონე.

“2030 წელს ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება, ხოლო რძით უზრუნველყოფა, ჩვენი გათვლებით 108%-ს მიაღწევს. მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები. ზოგადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წელს იყო 500 მლნ დოლარი, 2020 წელს 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 10 წლიან პერსპექტივაში, ეს მაჩვენებელი უნდა გახდეს მინიმუმ 3 მლრდ დოლარი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023