სოფლის მეურნეობა
01/08/2022

პომიდვრის ფასი მაქსიმუმზეა

წითელი მრგვალი პომიდვრის საშუალო საბითუმო ფასმა საქართველოში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. EastFruit-ის ივლისის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ფასები ამავდროულად 170%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს.

ქართული წითელი მრგვალი პომიდორი საშუალოდ 2 ლარად/კგ (0,70$/კგ) იყიდება, შარშან ამავე პერიოდში კი ის 0,80 ლარი/კგ (0,26 $/კგ)  ღირდა. ანალიტიკური პორტალი წერს, რომ ფასების მკვეთრი ზრდა წლიურ ჭრილში განპირობებულია 2022 წლის სეზონის ადრე დაწყებით.

ქართულ ბაზარზე პომიდვრის მიწოდება პიკს აგვისტოში აღწევს როდესაც ბაზარზე ღია გრუნტის პომიდორი შემოდის. ივლისის მეორე ნახევარში მიწოდება ძირითადად ადგილობრივი სათბურებიდან ხდება. არსებობს ადრეული ჯიშები, მაგრამ მათი წილი მნიშვნელოა. ივლისის ბოლოსთვის სათბურებიდან მიწოდება მცირდება, ბაზარზე ცოტა პომიდორი რჩება და ფასი დროებით იზრდება. წელს მიწოდება ერთი კვირით ადრე შემცირდა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, სათბურებიდან მომარაგების დაბალი მოცულობა კი ცივი ამინდისა და გაშენების ხარჯების ზრდით აიხსნება.

ფერმერები ვარაუდობენ, რომ ფასები წელს შესაძლოა მაღალ ნიშნულზე ჩვეულებრივზე დიდხანს შენარჩუნდეს, რადგან დასავლეთ საქართველოში EastFruit-თან შედარებით უფრო დაბალი ტემპერატურაა, რაც სავარაუდოდ, შეაფერხებს ღია გრუნტის მოსავლის აღებას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023