სოფლის მეურნეობა
20/08/2020

პანდემიამ რაჭული თაფლის ექსპორტზე გატანა შეაფერხა

პანდემიამ რაჭული თაფლის ექსპორტზე გატანა შეაფერხა.

კოოპერატივი "რაჭის ნატურალური პროდუქტები", რომელიც ამბროლაურში 11 მეწარმეს აერთიანებს, წლიურად 6 ტონა თაფლს აწარმოებს. 

კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის ცნობით, 2018 წელს ექსპორტზე 1.2 ტონა თაფლი გაიტანეს, ამჟამად კი ექსპორტის შეყოვნების გამო, მარაგშია 5 ტონა თაფლი.

კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის ლაშა გაგოშიძის თქმით, საწარმოში, მუდმივად დასაქმებულია 4 ადამიანი, სეზონურად კიდევ რამდენიმე ემატება. კოოპერატივს 300 ძირი ფუტკარი ჰყავს.

კოოერატივის საქმიანობას პრემიერი მთავრობის წევრებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მეწარმეევს გააცნო ახალი პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რომელიც სერვისებს ფერმერებს დღეიდან უკვე ერთ სივრცეში, მათ საცხოვრებელ ადგილზე სთავაზობს.