სოფლის მეურნეობა
30/03/2021

პაატა ღაძაძე: აგროდაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ბაზარი მაინც მცირეა

თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, მცირემიწიანი ფერმერების აგროდაზღვევის საჭიროებაში დარწმუნება, რთულია.

პაატა ღაძაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა მზარდია, ბაზრის მოცულობა მაინც მცირეა.

„ის ფერმერები, რომლებსაც მასშტაბური პროექტები აქვთ, კარგად აცნობიერებენ, რომ უაზრობაა ინვესტიცია გააკეთო ირიგაციაში, შემოღობვაში, მეურნეობაში და მოსავალი არ დააზღვიო. აგროდაზღვევის მიმართულებით პრობლემები დიდწილად მცირ მიწიან ფერმერებს უკავშირდება. მათი პირველი გამოწვევა კი მიწის რეგისტრაციაა. როგორც ცნობილია, მიწის რეგისტრაციის გარეშე, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ფერემერები ვერ ერთვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანიის შემთხვევაშიც იზრდება აგროდაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა და უკვე ასეულობით ფერმერს ვაზღვევთ, ბაზარი მაინც მცირეა. ძალიან დიდი მასივები არის დაუზღვეული, რის გამოც სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ინტერესი ნაკლებია. როგორც კი ფერმერების მხრიდან ინტერესი გაიზრდება, სადაზღვევო კომპანიები გააქტიურდებიან,“ - განაცხადა პაატა ღაძაძემ.

თიბისი დაზღვევა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2019 წლიდან ჩაერთო. აგროდაზღვევას მომხმარებლებს ამ დროისთვის 8 სადაზღვევო კომპანია სთავაზობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022