სოფლის მეურნეობა
14/04/2022

ოთარ შამუგია: ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს 15%-დან 50%-მდე გავზრდით

მთავრობამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის საჭიროება დაინახა. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, მომდევნო წლებში, შესაძლებელი იქნება, რომ ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-დან სულ მცირე 50%-მდე გაიზარდოს.  

"მაშინ, როდესაც 2 ქვეყანას შორის ომია, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებლები იყვნენ, რა თქმა უნდა არსებობს კითხვა, ხომ არ შეიქმნება სურსათით მომარაგების პრობლემა. ჩვენ მუდმივ მონიტორინგზე გვყავს ეს პროცესი, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არანაირი შეფერხებები არ გვაქვს, თუმცა, არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზურნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, ამიტომაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პირველ რიგში მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების, მათ შორის მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას, რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეული კულტურების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, მომდევნო წლებში ქვეყანაში ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ არსებული 15%-დან სულ მცირე 50%-მდე. ვფიქრობ, ამას ჩვენს მწარმოებლებთან ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023