სოფლის მეურნეობა
21/07/2022

ოთარ შამუგია: ხორბლის მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი  ხორბლის და ქერის მოსავლის აღების პროცესს დედოფლისწყაროში გაეცნენ.

„კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს  და მალე დასრულდება ხორბლის და ქერის მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი, რის შემდეგაც  კომბაინები შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გადაინაცვლებს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინი; ასევე, კერძო სექტორის ტექნიკა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხარდაჭერით, სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით 30-ზე მეტი ახალი კომბაინი იქნა კერძო სექტორის მიერ შეძენილი, რომელიც ასევე ჩართულია მოსავლის აღების პროცესში, თუმცა ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ  თანადაფინანსებას და  ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის რაოდენობას გავზრდით, რაც ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, შეუფერხებლად, აგროვადებში შეძლონ მოსავლის აღება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ მოსავლიანობის ზრდის ტენდენციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2021 წელს, 2020  წელთან შედარებით, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება და რომ მიმდინარე წელსაც მოსავალი უხვია.

„იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსავლის ქვეყანაში დარჩენას და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და შევზღუდეთ ხორბლის და ქერის ექსპორტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად განსახორციელებელია კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც  აქტიურად ვმუშაობთ, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. აშშ-ში ვიზიტის დროს, აღნიშნული საკითხი განვიხილეთ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა მივიღოთ მათი მხარდაჭერა თესლის წარმოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებებით, შესაბამისად, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები იმპორტზე”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ქვეყნის მასშტაბით, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.  მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 78 ერთეული კომბაინი.

მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ სახელმწიფო  პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით შეძენილი 32 კომბაინიც. აღნიშნული კომბაინების შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023