სოფლის მეურნეობა
21/03/2022

ოთარ შამუგია: ჯერჯერობით ხორბლის და ფქვილის მარაგი გვაქვს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ხორბლის და ფქვილის მარაგი არსებობს. 

"ჩვენ ვაკვირდებით მოვნელებს, მუდმივად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ შესაბამისი ბაზრების მოძიებაში და კონტაქტების დამყარების პროცესში იმ ბაზრებზე, საიდანაც, შესაძლოა, მომავალში საჭირო გახდეს კონკრეტული პროდუქციის შემოტანა. თუმცა, დღესდღეობით ამ მიმართულებით ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ და პროდუქციის მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

მინისტრის თქმით, არც სხვა პროდუქტების, მათ შორის შაქრის მომარაგების კუთხით არსებობს პრობლემა, რომელთან დაკავშირებითაც რამდენიმე დღის წინ უსაფუძვლო აჟიოტაჟი შეიქმნა. 

"ყველამ ვნახეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭირო შესყიდვა განახორციელა მარაგების შექმნის მიზნით. მითუმეტეს, შაქარი არ შემოგვაქვს არც უკრაინიდან და არც რუსეთიდან. შესაბამისად, ამ აჟიოტაჟს საფუძველი არ ჰქონდა. როგორც შაქრის, ისე სხვა პროდუქტების შემოტანის კუთხით შეფერხება არ გვაქვს", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023