სოფლის მეურნეობა
23/01/2023

ოთარ შამუგია: ჩვენი ამოცანაა, საქართველო ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე ვაჰით ქირიშჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს საქართველოსთან არა  მხოლოდ მეზობლური, არამედ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას. 

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საქართველოსთვის თურქეთი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, რასაც კიდევ მეტად შეუწყო ხელი თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ; ქვეყნებს შორის სავაჭრო  ბრუნვა მზარდია.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა. ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფერმერებს არაერთი მიმართულებით ეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.      

შეხვედრაზე აღინიშნა,  რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერის და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობა დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023