სოფლის მეურნეობა
03/04/2023

ოთარ შამუგია: ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას

„ჩვენი ამოცანა იყო და არის,  რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოებას. ამაზე განვაცხადეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით; დაახლოებით 4 000-მდე ფერმერს ჩვენ დავუფინანსეთ შეღავათიანი აგროკრედიტის სახით საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, რომ მარცვლოვანი კულტურების წარმოებაში ხელი შეგვეწყო“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის  მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 50%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წელს ქვეყანაში150 ათას ტონამდე ხორბალია წარმოებული.

„ამერიკელი ექსპერტები რამდენჯერმე იყვნენ ჩამოსულები; ველოდებით მათგან კონკრეტულ წინადადებებს. ისინი შეისწავლიან ხორბლის წარმოების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და, შესაბამისად, მოგვცემენ რეკომენდაციებს დარგის ხელშეწყობის მიმართულებით; ამის შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ღონისძიებებსაც გავატარებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023