სოფლის მეურნეობა
18/07/2022

ოთარ შამუგია: ბიოწარმოებაზე მოთხოვნის გაზრდით დამატებითი თანხების მოზიდვას შევძლებთ

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 300 000 ლარია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ეს თანხა საკმარისია. თუმცა, მოთხოვნა თუ გაიზრდება, უწყება დამატებით თანხებს მოიძიებს. 

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. 

მინისტრის თქმით, სააგენტო განცხადებების მიღებას უმოკლეს დროში დაიწყებს, ელექტრონული ფორმით.  

"ვფიქრობთ, პირველ ეტაპზე მეტი თანხის საჭიროება არ იქნება. რა თქმა უნდა მოთხოვნა თუ იქნება და იმედი გვაქვს, რომ ეს მოთხოვნა გაიზრდება, მზად ვართ, ამ პროგრამისთვის წელსვე დამატებითი თანხმები მოვიძიოთ", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

შეგახსენებთ, მთავრობამ ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023