სოფლის მეურნეობა
18/01/2023

ოთარ შამუგია ბერლინში, სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტერიალზე სიტყვით გამოვა

19-21 იანვარს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბერლინის სურსათის და სოფლის მეურნეობის რიგით მე-15 მინისტერიალს (GFFA 2023) დაესწრება და სიტყვით გამოვა.  დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროების პირველ პირებთან.

სურსათის და სოფლის მეურნეობის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 90-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის  „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრება. აღნიშნული გამოფენა 1926 წლიდან იმართება და   მასში მონაწილეობას 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს;  დამთვალიერებელთა (ვიზიტორთა) რაოდენობა კი, 400,000-ს აჭარბებს.

გამოფენაზე  „მწვანე კვირეული 2023” (Gruene Woche 2023), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე საკუთარ პროდუქციას 16 ქართული კომპანია წარმოადგენს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023