ოქროს ფოთოლი სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვას გეგმავს
ფერმერები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწას ამუშავებდნენ და დაკისრებულ ვალდებულებებსაც ასრულებდნენ, პირდაპირი მიყიდვის წესით, თუმცა საბაზრო ფასით ამ მიწების შესყიდვას შეძლებენ.
სახელმწიფო მიწების მეიჯარეების ნაწილი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და პროგრამაში ჩართვასაც გეგმავს. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ოქროს ფოთოლი“, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულ ჩაის პლანტაციებს უვლის.
მეწარმე განმარტავს, რომ მთავრობის მხრიდან პროგრამის შესახებ მეტი დეტალის გაჟღერების შემდეგ პრივატიზების პროცესში ჩაერთვება.
ირაკლი ცერცვაძის თქმით, საკუთრებაში არსებული მიწა მათ საშუალებას მისცემს საბანკო სესხებით ისარგებლონ და მეურნეობა გააფართოვონ.
„ოქროს ფოთოლმა“ წელს 26 ტონამდე ჩაის პირველი მოსავალი მიიღო.