სოფლის მეურნეობა
17/02/2023

მთავრობაში "გადავარჩინოთ ბუნება- საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური დიალოგის საფუძველზე.  პროგრამა დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან.

აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ევრომდეა.

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ინფორმაცია მოისმინა კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყეების აღდგენის გეგმის, დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული საკითხების, ასევე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023