სოფლის მეურნეობა
18/04/2022
მთავრობა მცირემიწიანი ფერმერების დასახმარებლად ახალ პროგრამას იწყებს
მთავრობა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარით. ფერმერებს სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხებათ აღნიშნული სუბსიდია ქულების სახით და ისინი შეძლენებ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საქონლის შესაძენად. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ეს დაახლოებით 300 000 ფერმერს შეეხება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.
"ვფიქრობთ, პროგრამა დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.