სოფლის მეურნეობა
21/03/2022

მთავრობა ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის ფერმერებს სესხის 8%-ს დაუსუბსიდირებს

"შეღავათიან აგროკრედიტის" პროექტს ქვეკომპონენტი ემატება, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას, წლიური 8%-ის ოდენობით, სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთვრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. 

პროექტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრა 5 00-დან 100 000 ლარის ჩათვლით. 

ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. 

თანადაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურდიულ პირებს. საფინანსო ინსტიტუტებს შეეძლებათ, სესხები გასცენ 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. 

"ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის ჩვენი ფერმერების იაფ ფულად რესურსზე წვდომას",- აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023