სოფლის მეურნეობა
01/07/2021

მთავრობა ბიზნესთან ერთად აგროსექტორში ₾7 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს

მთავრობა მომდევნო წლებში კერძო სექტორთან ერთად 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობა უფრო მეტად უნდა განვითარდეს, რადგან იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს.

“ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობამ დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩადო. კერძო სექტორის მხრიდან კი, 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ სექტორში.

ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მლრდ ლარს.  ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება, მეტი ჩართულობა სოფლის მეურნეობაში და რა თქმა უნდა ჩვენ ვგულისხმობთ რეგიონების განვითარებას, გაძლიერებას. ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცნანაა, მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს ჩვენი ქვეყანა. მოგეხსენებათ, ჩვენთან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოდის, ჩვენ არ ვართ იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ რა თქმა უნდა შეგვიძლია მეტის წარმოება ქვეყანაში“,- განაცხადა პრემიერმა პროგრამის “გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტანციაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023