სოფლის მეურნეობა
11/03/2021

მთაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 10 მლნ, სოფლის მეურნეობაზე 5 მლნ დაიხარჯება

„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ მთავრობის განარგულების პროექტის თანახმად, მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას, 5 მილიონი ლარი კი, სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება.

აღნიშნული საკითხი მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

გამოყოფილი თანხით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 45 მუნიციპალიტეტში 25 პროექტს დააფინანსებს.

საბჭოს სხდომაზე “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიშიც განიცილეს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, კანონით დადგენილი შეღავათების გასაწევად 2019-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 157 მილიონ ლარამდე მიიმართა.

მხარდაჭერა გაეწიათ ოჯახებს შვილების შეძენისას, მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და დაფინანსდა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი.

საბჭოს სხდომაზე ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში წარადგინეს, რომლის თანახმადაც 20 მილიონი 19 მუნიციპალიტეტში სულ დაფინანსდა 21 პროექტი, მათ შორის გზის, წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა პროექტები.

2.98 მილიონი ლარით დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა, დაახლოებით 8,5 მილიონი ლარი კი, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022