სოფლის მეურნეობა
28/02/2022

მოსავლის დასაზღვევად მიწის ფართობის ზომა გაიზარდა

გაიზარდა მიწის ნაკვეთის ფართობის ზომის ოდენობა, სადაც მოსავლის დაზღვევაა შესაძლებელი. მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილება აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელდა. 

დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ოდენობა 5 ჰა-დან 10 ჰა-მდე იზრდება, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი, 30 ჰა-დან 50 ჰა-მდე. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, ვაზის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ისევ 70%-ია, ხოლო ვაზზე 50%.  სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა. უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში, 2014 წლიდან  2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით,  გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ. ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ. ლარია.  სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023