სოფლის მეურნეობა
05/08/2021

მინისტრი: წარმატებული სეზონია, ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ატამი და ვაშლატამა გადის

„წელს წარმატებული სეზონი გვაქვს; ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ატამი და ვაშლატამა გადის," - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს აფასებს.

ლევან დავითაშვილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს სოფელ ჩუმლაყში გაეცნო.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 24 ათასი ტონაა.

"ვფიქრობ, სეზონი წარმატებით დასრულდება კახეთში. პარალელურად, ექსპორტის განხორციელება დაიწყო შიდა ქართლიდან, რომელიც კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს წარმატება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. მიწოდების ჯაჭვში წლების წინ არსებული ძირითადი სისუსტეები სახელმწიფომ აღმოფხვრა - ეს იყო პრობლემა ხარისხთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ჩვენ შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტი გვქონდა. თუ რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად, ერთი მეურნეობა იყო, დღეს უკვე, 40-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობაა მხოლოდ სოფელ ჩუმლაყში. ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს თანადაფინანსებით არის შექმნილი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ატამი იყოს კონკურენტუნარიანი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022