სოფლის მეურნეობა
12/11/2021

მინისტრი: საქართველო კაკლოვანი კულტურების მნიშვნელოვანი ექსპორტიორი უნდა გახდეს

საქართველო კაკლოვანი კულტურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპორტიორად ქცევას ცდილობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამ მიზნის შესახებ მარტყოფში კაკლის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტების საწარმოს დათვალიერებისას ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, რომ საქართველო კაკლოვანი კულტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს მსოფლიოში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში მრავალწლოვანი კულტურების, მათ შორის, კაკლოვანი კულტურების განვითარებას ითვალისწინებს, პირველ შედეგებს უკვე იძლევა.

"იზრდება პირველადი წარმოება, რაშიც სახელმწიფო მნიშვნელოვან საგრანტო რესურსებს დებს და, შედეგად, პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე რამდენიმე ათასი ჰექტარი კაკლისა და ნუშის ბაღი გაშენდა; ასევე, ვითარდება მიწოდების მთლიანი ჯაჭვის შემადგენელი რგოლები.

სახელმწიფოს მხარდაჭერით იქმნება თანამედროვე სტანდარტების გადამმუშავებელი საწარმოები, რაც უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტის პროდუქტის მისაღებად, რომელიც არა მხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული, არამედ კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზრებზეც“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023