სოფლის მეურნეობა
03/04/2023

მინისტრი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე

„ხორბლის და ქერის ექსპორტის შეჩერების შესახებ 2021 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ და მიზნად ისახავდა, ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მთლიანად მოხმარებოდა ადგილობრივ მოთხოვნას. სასურსათო უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით,  ეს გადაწყვეტილება იყო გამართლებული. შემდეგ, რამდენიმე თვეში, ქერთან მიმართებაში ეს შეზღუდვა მოვხსენით. დღეს, არსებული ვითარების ანალიზით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბალთან მიმართებაშიც მოიხსნას შეზღუდვა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფერმერებს, თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში, თავისუფალ სავაჭრო სივრცეში მოახდინონ არსებული ხორბლის რეალიზაცია, რადგან სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში არ დგას არანაირი  უზრუნველყოფის რისკი, ქვეყანაში არსებობს როგორც ფქვილის, ასევე ხორბლის მარაგები, დაახლოებით, 2-3 თვის; 3 თვის შემდეგ კი, ახალ მოსავალს ველოდებით.

„ყოველივე აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოვხსნათ ვადაზე ადრე; ჩვენ  აკრძალვა გვქონდა ივლისამდე და დღეს, არსებული მდგომარეობით, მიზანშეწონილად ვთვლით, რომ ეს აკრძალვა მოვხსნათ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023