სოფლის მეურნეობა
17/01/2022

მინისტრი ღვინის ექსპორტზე: რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება უნდა შევამციროთ

ქართული ღვინის ექსპორტის წილი რუსეთის ბაზარზე მცირდება. ამას ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თამდიმდევრული პოლიტიკით ხსნის.

მინისტრს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია. როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით. 

„დივერსიფიცირების ღონისძიებებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ყოველწლიურად უნდა შევამციროთ, რაც ახალ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა შედარებით ნაკლებია, უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობას გულისხმობს.

გასულს წელს პირველად, აშშ-ის ბაზარზე, რომელიც მარკეტინგული კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა შერჩეული, უკვე მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა ქართული ღვინის ექსპორტი. ჩვენი მიზანია აქტიურად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ინდივიდუალური მარკეტინგული ინიციატივების მხარდაჭერას უკავშირდება და რაც სავაჭრო მარკეტინგის თანადაფინანსებას გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან. პროგრამის პრეზენტაცია გასული წლის სექტემბერში გვქონდა და მეღვინეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ველოდებით დივერისიფიცირების გაძლიერების და აღნიშნული პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში. ვფიქრობ, ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად  წარმატებულები იქნებიან ქართული ღვინის კომპანიები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023