ფოტო: foodsystemprimer.org
სოფლის მეურნეობა
16/08/2022

მეცხოველეობის სფეროში ვარდნაა

მეცხოველეობის სფეროში ვარდნაა. ქვეყანაში შემცირებულია როგორც ღორის, ასევე მსხვილფეხა პირუტყვისა და ცხვრის რაოდენობა.

ყველაზე მეტი კლება კი ცხვრისა და თხის რაოდენობაშია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 2022 წლის II კვარტალის ბოლოსათვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით შემცირდა და ქვეყანაში ფერმერებს სულ 954 600 სული ცხვარი და თხა ჰყავთ.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა, 1 მლნ-მდე. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა 470 900-ია (+2%).

ღორის რაოდენობა 194 800 სულია, თითქმის 6%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.2%-ით  არის შემცირებული და 11.1 მლნ ფრთაა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023