სოფლის მეურნეობა
17/07/2023
მებოცვრეობის ფერმამ "ჩემი რანჩო" ფუნქციონირება შეწყვიტა
მებოცვრეობის ფერმამ „ჩემი რანჩო“ ფუნქციონირება შეწყვიტა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვანო იოსელიანმა „აგროპარტნიორთან“ განმარტა მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, მენეჯმენტის სხვა საქმიანობაში გადანაცვლება. განაახლებს თუ არა კომპანია მუშაობას, ამ ეტაპზე უცნობია.
მებოცვრეობის ფერმა “ჩემი რანჩო” 2016- 2017 წელს აშენდა და მასში დასაწყისში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ეტაპობრივად ინვესტიციების მოცულობა იზრდებოდა.
ცნობისთვის, „ჩემი რანჩო“ გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში არსებული კომპლექსი როგორც ფერმას, ასევე გადამამუშავებელ საწარმოს, ლაბორატორიებსა და სასაკლაოებს აერთიანებდა.