სოფლის მეურნეობა
28/06/2023

"მართალი ღვინო" წლიურად 7 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს

„მართალი ღვინო“ წლიურად 7 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, პროდუქცია ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„ჩვენ გვაქვს ბიოწარმოება. შესაბამისად არ ვართ მოცულობებზე ორიენტირებული. მაქსიმუმ 6000-დან 7000 ბოთლამდე ვაწარმოებთ წლიურად. ვფიქრობთ, რომ არ გავზარდოთ ეს მაჩვენებლები, რადგან  ხარისხზე არ იქონიოს გავლენა.“ -აღნიშნა ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროდუქციის მცირე ნაწილი ექსპორტზე გერმანიასა და საბერძნეთში გადის.

ცნობისთვის, „მართალი ღვინო“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას ვენახები გურჯაანის რაიონ, სოფელ შაშიაანში აქვს გაშენებული. კომპანია ამჟამად სამი  სახეობის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა რქაწითელი, საფერავი და ასევე, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც საფერავისგან მზადდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023