სოფლის მეურნეობა
26/06/2023

მარიამ ჯორჯაძე: ბიოპროდუქტების ბაზარი განუხრელად იზრდება

ბიოპროდუქციის მიმართ ინტერესი როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზრებზე მზარდია.  როგორც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი “აგროპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, ბიოპროდუქტების ფასები გაცილებით მაღალია.

„ბიოწარმოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია სოფლის მეურნეობაში.  ეს არის ერთადერთი ბაზარი, რომელიც განუხრელად იზრდება. მაშინ როდესაც სხვა ბაზრები მცირდება.  ფასები აქ უფრო მაღალია.ამ მხრივ ჩვენს ფერმერებს  აქვთ საშუალება, რომ ექსპორტისგან მეტი შემოსავალი მიიღონ.“-აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბიოწარმოების თხილსა და სტანდარტული მეთოდებით წარმოებულ თხილს შორის  ფასთა სხვაობა დაახლოებით ერთი დოლარია.

„შემდგომში შეიძლება ეს ფასთა სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამაზე ვმუშაობთ ბუნებრივია,  ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად.“- აღნიშნა მარიამ ჯორჯაძემ.

ცნობისთვის, მოთხოვნასთან ერთად, მსოფლიოში ბიოწარმოებით დაკავებული ფართობების მოცულობა მზარდია. რაც შეეხება რეალიზაციას,  ბოლო მონაცემებით ბიოპროდუქტების საცალო გაყიდვებმა 125 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ამ კუთხით ამერიკა და ევროპა უმხვილესი ბაზრებია.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023