სოფლის მეურნეობა
18/01/2021

მანდარინის ექსპორტიდან საქართველომ $17 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

მანდარინის ექსპორტიდან საქართველომ $17 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში ექსპორტზე 35.4 ათასი ტონა ქართული მანდარინი გავიდა.

ქართული მანდარინის ძირითადი საექსპორტი ბაზარი რუსეთია (20.5 ათასი ტონა), მეორე ადგილზე სომხეთი (7.6 ათასი ტონა), მესამეზე კი უკრაინაა (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

წლიურ ჭრილში მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022