სოფლის მეურნეობა
29/05/2023

მაღალმთიან დასახლებებში ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი პროგრამის მიზანი მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, კერძო სექტორის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა. პროგრამა განხორციელდება მაღალმთიან დასახლებებთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ დასახლებებში და ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით დაფინანსებას; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც  შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ეს გამონაკლისები პროგრამაშია გაწერილი და მოიცავს სამშენებლო საქმიანობას, დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, სატრანსპორტო მომსახურებას და ა.შ.  ასევე გამონაკლისებშია სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება, ვინაიდან, ეს მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვფიქრობ, ახალი პროგრამა  მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა საქმიანობის წამოწყებას, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას; მათ ექნებათ დამატებით 10% თანადაფინანსება. პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარისა, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი  ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის.  აღსანიშნავია, რომ  პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.

ამ ეტაპზე, პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 5 მლნ ლარის ოდენობით. სოფლის განვითრების სააგენტო განაცხადების მიღებას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023