სოფლის მეურნეობა
28/06/2021

"მაგალის" წარმოებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო ექსპორტზე აშშ-ში გადის

კომპანია „მაგალის" ქართლში მოყვანილი ბროკოლი და ყვავილოვანი კომპოსტი ექსპორტზე აშშ-ში გადის.

კომპანიას თანამედროვე სტანდარტის მეურნეობაში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს 80 სათბურია, საიდანაც 500 ტონა მოსავალს ელოდებიან. 

პროდუქციის გადამუშავება სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ შპს „გლენბერის“ საწარმოში ხორცილედება. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია, სესხის თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენს.

მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი დიდია და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სივრცე არსებობს.

"ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობა საწარმოო ჯაჭვში, გარანტირებული შესყიდვების მოდელით, მაქსიმალურად იყოს ჩართული. უახლოეს პერიოდში, მწარმოებლებთან ერთად, დავამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების საკრედიტო რესურსებზე წვდომის საშუალებას გაზრდის. ისინი შეძლებენ, თანამედროვე სათბურები მოაწყონ საკუთარ მცირე ნაკვეთებში. გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტის პირობებში კი, მოახდენენ პროდუქტის მაღალ ფასში რეალიზებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა მეტი მცირე ფერმერი ჩავრთოთ დახმარების პროგრამებში და კიდევ უფრო გავზარდოთ ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023