სოფლის მეურნეობა
10/06/2021

ლურჯი მოცვი, ვაშლი, კაკლოვნები - რა კულტურებს აშენებენ ფერმერები "დანერგე მომავლის" ფარგლებში

2020 წელს პროგრამა “დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში ფერმერებზე 32 მილიონ ლარზე მეტი გაიცა, - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს“ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ხარატიშვილმა განუცხადა.

რომელი მრავალწლოვანი კულტურების გაშენება ხდება ყველაზე უფრო აქტიურად, ამასთან დაკავშირებით ნატალია ხარატიშვილი ამბობს, რომ ძირითადად მოთხოვნადია ვაშლი, აგრეთვე კაკლოვანი კულტურები - თხილი, კაკალი, ნუში, ძალიან გააქტიურდა კენკროვანი კულტურების მიმართულება.

“განსაკუთრებით ლურჯ მოცვზეა დიდი მოთხოვნა, თუმცა კაკლოვანი და ხეხილოვანიც მოთხოვნადია“, - აღნიშნა ნატალია ხარატიშვილმა.

რაც შეეხება რეგიონების აქტიურობას, ნატალია ხარატიშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია კულტურაზე. ლურჯი მოცვის შემთხვევაში აქტიურობს დასავლეთი, რადგან კენკროვანი ძირითადად იქ შენდება. აქტიურობს კახეთი, შიდა ქართლი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან ექსპორტზე 3 მლნ დოლარის ლურჯი მოცვი გავიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეს რიცხვი ყოველწლიურად გაიზრდება, რადგან  სულ უფრო მეტი ახალი პლანტაცია შედის მსხომიარობაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023