ლევან მეხუზლა: რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ ₾285 მლნ-ზე მეტი შეადგინა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით 235 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ ჯამში 285 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ყურძენი ჩააბარა 25 000-ზე მეტმა პირმა. რთველში მონაწილეობა 400-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, ეს საბოლოო ინფორმაცია არ არის. მონაცემები არ ითვალისიწნებს დასავლეთ საქართველოს. ცაგერის მუნიციპალიტეტში ამ დროსაც მიმდინარეობს რთველი.
მისი ინფორმაციით, კახეთში სამრეწველო დანიშნულებით გადამუშავებულია 230 000 ტონა ყურძენი, დაახლოებით 265 მლნ ლარის. რაც შეეხება რაჭას, ხვანჭკარის მიკროზონაში 1706 ტონა ალექსანდროული და მუჟურეთულის ჯიშის ყურძნები გადამუშავდა. შემოსავალმა 12 მლნ ლარი შეადგინა.
ლევან მეხუზლას თქმით, ყველაზე მეტი, 126 000 ტონა რქაწითელია გადამუშავებული. 80 000 ტონის ფარგლებში საფერავი და სხვა ჯიშები.
რაც შეეხება ფასს, კახური მწვანის ფასია 1.23 ლარი, რქაწითელის 0.95 ლარი, საფერავის 1.65 ლარი, რომელიც ტრადიციულად უფრო ძვირი და მოთხოვნადია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, წელს ყურძნის მოსავალი შედარებით ნაკლები იყო.
აგრარულ საკითხთა კომიტეტზე ღვინის ეროვნული სააგენტო რთველთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.