სოფლის მეურნეობა
17/02/2022

ლაშა ხუციშვილი სოფლის მხარდაჭერი პროგრამის დაფინანსების ზრდას არ გამორიცხავს

ფინანსთა მინისტრი 2023 წლის ბიუჯეტში სოფლის მხარდაჭერი პროგრამის დაფინანსების ზრდას არ გამორიცხავს.

ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე იმჯელებენ. 

"ამ პროგრამას ძალიან ფართო მოცვა აქვს, თუმცა მეტი დაფინანსების შესაძლებლობა რომ ყოფილიყო მიმდინარე წელს, ეს პროექტების ხარისხზეც დადებითად აისახებოდა.

არის პატარა პროექტები, ასევე დიდი მნიშვნელობის პროექტებიც, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტული სოფლის განვითარებისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით, კონკრეტულად კი დაფინანსების გაზრდაზე, გავაგრძელებთ მუშაობას," - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში სოფლის(ების) მოსახლეობა კრებებზე თანხმდება სოფლის საჭიროებებზე და ამ პროგრამის დახმარებით ხდება სამუშაოების შესყიდვა. დღეის მდგომარეობით შესყიდულია 3301 პროექტი. აქედან უკვე დასრულდა 465 პროექტი.

ჯამში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 40 მლნ-ლარამდეა გამოყოფილი. „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, შიდა განათება, შემოღობვა, წყაროების მოპირკეთება,  სკვერების მოწყობა, მინი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ა.შ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023