სოფლის მეურნეობა
29/11/2022

ქვევრის ღვინო ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე - RAW Wine Berlin-ზე 18 მარანი მონაწილეობდა

ქვევრის ღვინო ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ბერლინში - საქართველოდან RAW Wine  Berlin-ზე ღვინის 18 მარანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობდა და ეს ქართული ქვევრის ღვინის მარნების ყველაზე მასშტაბური წარდგენა იყო.

RAW Wine  Berlin-ი ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად ითვლება, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.

როგორც მან აღნიშნა, წლიდან წლამდე საქართველოში ღვინის ხარისხი და თავად მეღვინეთა რაოდენობა იზრდება.

„აქ წარმოდგენილია ქართველი მეღვინეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც არაჩვეულებრივ ღვინოებს აწარმოებენ ტრადიციული მეთოდით ქვევრში, მათ შორის ქარვისფერ ღვინოებს თუ საფერავს. განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ გაიზარდა ხარისხი და ასევე რაოდენობა. აქ არიან ახალგაზრდა მეღვინეები, რომლებიც მცირე წარმოებით იწყებენ და მუდმივად ვითარდებიან. ასევე ვხედავთ განვითარებას ხარისხის მიმართულებით, რადგან წარმოდგენილია არაჩვეულებრივი ღვინოების ნაკრები“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.   

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ნინო მწედლიშვილის განმარტებით კი გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია და სააგენტო ქართველ მეღვინეებს ეხმარება

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023