სოფლის მეურნეობა
15/07/2023

ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით "ცისარტყელა კალმახი" იწარმოება

ქვეყნის ტერიტორიაზე, ტბორებსა და წყალსატევებში წარმოებული თევზის 61% ოჯახურ მეურნეობებში იყო წარმოებული. გამონაკლისია მხოლოდ ზუთხისებრთა სახეობები, რომელთა 93%-ის მიმწოდებლები საწარმოები არიან.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ოჯახური მეურნეობები აწარმოებენ ორაგულისებრთა სახეობების 59%-ს, კობრისებრთა ოჯახის თევზეულის 70%-ს და ლოქოსებრთა სახეობის 74%-ს.

როგორც ირკვევა, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით „ცისარტყელა კალმახი“ იწარმოება. ამ სახეობის თევზის წარმოებამ გასულ წელს 1 316 ტონა შეადგინა. რაც შეეხება სხვა სახეობებს, წარმოების მაჩვენებლები ასეთია:

კობრი და სარკისებური კობრი - 572 ტონა

თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 410 ტონა

თეთრი ამური - 232 ტონა

ზუთხისებრნი - 178 ტონა

ლოქოსებრნი - 32 ტონა

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში წარმოებული თევზის მოცულობა 2 791 ტონა იყო. ყველაზე დიდი რაოდენობით თევზის წარმოება კახეთში დაფიქსირდა. რეგიონში ჯამურად 985 ტონა თევზი აწარმოეს. მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა შიდა ქართლი, სადაც 928 ტონა თევზი აწარმოეს.

agropartner.ge

Businesspartner