სოფლის მეურნეობა
15/09/2020

"ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია"

ხორბლის მარაგების და საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით ქვეყანაში არანაირი საფრთხე არ არსებობს, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ხანიშილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საკმაოდ მყარად დგას.

"110-120 ათასი ტონა ხორბალი უშუალოდ წისქვილებშია განთავსებული და ცალკე 80-100 ათასი ტონა იმ ფერმერებთან, რომელთაც მოსავალი ჯერ არ გაუყიდიათ,“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მარაგებში ხორბლის მოსავალი 4.5 მლნ ტონით არის გაზრდილი, გარდამავალი ნაშთების კი 2,6 მლნ ტონით. გაზრდილმა მაჩვენებლებმა ჩიკაგოს ბირჟაზე ფასების დაწესვიგან უბიძგა, ტენდენციის გაგრძელებას კი მსოფლიო ბაზარზეც ვარარაუდობენ.

ხანიშვილი განმარტავს, რომ სურსათის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით, ხორბლის გარდამავალი ნაშთი, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს, მთლიანი წლიური მოხმარების 12%-ია. საქართველოსთვის ეს მონაცემი, დაახლოებით, 80 ათას ტონაა, შესაბამისად, ფაქტობრივი რაოდენობა სტანდარტით განსაზღვრულს მნიშვნელოვნად აღემატება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022