სოფლის მეურნეობა
01/08/2020
ქვემო ქართლში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „გიო“ ახალი სამაცივრე მეურნეობა გახსნა.
კოოპერატივმა მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510 000 ლარი გრანტია, ხოლო 500 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
სამაცივრე მეურნეობაში 800 ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი და პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება.
კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.