სოფლის მეურნეობა
09/12/2021

"კოპიტნარის სასათბურემ" ფარცხანაყანევში 20 000 კვმ-ზე სათბური მოაწყო

კომპანიამ „კოპიტნარის სასათბურე“ სოფელ ფარცხანაყანევში 20 000 კვმ-ზე სათბური მოაწყო.

კომპანიამ სათბურის მოსაწყობად 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელდა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს, 39 000 ლარი კი გრანტია.

სასათბურე მეურნეობაში, სეზონურად, 50  ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა მიმდინარეობს, პროდუქციის რელიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

„სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი გულისხმობს, ერთი მხრივ, გრანტს, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ  სტიმული, დაიწყონ წარმოება და, მეორე მხრივ,  მათ თანამონაწილობას სესხის ნაწილში, სადაც სახელმწიფო პროცენტის  სუბსიდირებას 4 წლის განმავლობაში ახდენს, რაც მეწარმეებს, საქმიანობის დაწყების  პირველ წლებში,  საფინანსო წნეხისგან ათავისუფლებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა კოპიტნარის სასათბურე მეურნეობაში სტუმრობისას.

დღეის მონაცემებით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით თანადაფინანსება 6.8 მილიონ ლარს აღემატება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 106 მლნ ლარის  ღირებულების 1300-ზე მეტი სესხი,  სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარზე მეტია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023