სოფლის მეურნეობა
24/11/2022

კონკურსის "აგრისთორი" გამარჯვებული ოზურგეთში მოქმედი კოლეჯი "ჰორიზონტი" გახდა

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის "აგრისთორი" გამარჯვებული ცნობილია.

დაჯილდოების ცერემონიას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი დაესწრო.

კონკურსი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების წახალისებისა და აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებით  მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა მიიღო, თემატიკა ეხებოდა ხილ-ბოსტნეული გადამუშავების, ლურჯი მოცვის, მწვანილის, სანერგე მეურნეობის, სუფრის ყურძნისა და კაკლოვანი კულტურების წარმოებას.  

კონკურსის გამარჯვებული გახდა გურიის რეგიონში მოქმედი  კოლეჯის „ჰორიზონტი“ სტუდენტების მიერ მომზადებული ფილმი „კენკროვანი კულტურები“.

"სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის ბოლო 10 წელია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; დარგი საკმაოდ განვითარდა, ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება. მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას’’, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

USAID მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანის განცხადებით,  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რაც გამორიცხულია სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მზარდი წარმატება დაეხმარება საქართველოს  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. ინფორმაციის მიწოდების პროცესში  კი, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ჩართულობა. მათ შეაქვთ განსაკუთრებული წვლილი, ისინი საუბრობენ და მოსახლეობას გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსავლის რაოდენობის,  ხარისხისა და ექსპორტის შესახებ.

სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსი „აგრისთორი“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად განახორციელა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023