კომპანია "უდაბნო" კიდევ ერთი გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს
კომპანია „უდაბნო" ევროპული სტანდარტების, კიდევ ერთ გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის. ამის შესახებ „აგროპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა გოდერძი მეტრეველმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო 6-8 თვეში გაიხსნება, რომელიც ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის აღდგენასა და აქედან მიღებული ფქვილით სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას, როგორიცაა პური და სხვა პროდუქტები უზრუნველყოფს.
„მალე ბაზარზე გამოჩნდება ბევრად ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. რაც მთავარია ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს მისაღები ფასები.ასევე, დაემატება ნუშის რძის ხაზი. დღესდღეობით ნუშის რძე საქართველოში სრულად იმპორტირებულია. ჩვენ კი, ჩვენი წარმოებული გვექნება," -აცხადებს მეტრეველი.
დღეისათვის, კომპანიას უკვე თავისი მარკეტი აქვს, „უდაბნო შოპი“, სადაც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ახდენს.
ცნობისთვის, კომპანია „უდაბნო“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ უდაბნო მდებარეობს. შექმნის იდეა კი 2016 წლიდან დაიწყო და ამჟამად, კომპანია 20 000 ჰექტარ მიწას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ფლობს.
აქედან, ნუში 2 000 ჰექტარამდეა გაშენებული, დანარჩენი ერთწლოვანი კულტურებია - სახორბლე და მარცვლეული კულტურები. ამ ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ნუშის პირველადი და მეორადი გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი და თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. კომპანიის მიზანი, კი მიმღებ-ჩამბარებელი საწარმოს შექმნა იყო, რომელიც ნუშის და კაკლოვანი კულტურის განვითარებას შეუწყობდა ხელს.