ფოტო: johndavidmann
სოფლის მეურნეობა
02/12/2021

ხორბლის და რძის პროდუქტები უკვე მეოთხე თვეა ძვირდება

ხორბლის და რძის პროდუქტები მსოფლიოში უკვე მეოთხე თვეა ზრდის ტრენდით ხასიათდება. ნოემბერში, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი კიდევ 1.2%-ით გაიზარდა და 134.4 ქულა შეადგინა, წლიურად კი ინდექსი 27.3%-ით არის გაზრდილი.

FAO აღნიშნავს, რომ ნოემბერში ინდექსი 2011 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

FAO-ს მარცვლეულის ფასები 3,1%-ით არი მომატებული. გაზრდილია სიმინდის ექსპორტის ფასი, ბრინჯის ფასი კი სიმყარეს ინარჩუნებს. ფასების ზრდა გამოიწვია გაზრდილმა მოთხოვნამ, მაღალი ხარისხის ხორბლის მიწოდების შემცირების ფონზე. ფასების ზრდის მიზეზებს შორის იყო მოულოდნელი წვიმა ავსტრალიაში და რუსეთის ფედერაციის საექსპორტო აქტივობებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა.

წინა თვესთან შედარებით მცირედით კლება დაიწყო ზეთის ფასმა, რასაც ხელი შეუწყო სოიოსა და რაფსის ზეთების და ნედლი ნავთობის გაიაფებამ, თუმცა ამ ფონზე უცვლელია პალმის ზეთის საერთაშორისო ფასი. 

ყველაზე მეტად, ნოემბერში რძის პროდუქტები გაძვირდა, 3.4%. ნოემბერში კვლავ დიდი მოთხოვნა იყო კარაქისა და რძის ფხვნილების გლობალურ იმპორტზე.

ოქტომბერთან შედარებით, 0,9%-ით შემცირდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი. ამ მაჩვენებლის კლება ჩინეთის მხრიდან ღორის ხორცის შემცირებულმა შესყიდვებმა განაპირობა. ასევე, მკვეთრად შემცირდა ცხვრის ხორცის ფასი მაშინ, როცა ავსტრალიიდან საექსპორტო მიწოდება გაიზარდა. მსხვილფეხა რქოსანთა და ფრინველის ხორცის ფასი სტაბილური იყო.

მართალია შაქრის ფასი ოქტომბერთან შედარებით 1,4%-ით არის გაზრდილი, მაგრამ 2020 წლის ნოემბერთან შედარებით ფასი 40%-ით არის მომატებული. ცვლილების მთავარი მიზეზი ეთანოლის გაზრდილი ფასები იყო. თუმცა, მაჩვენებლის მომატებაზე ასევე გავლენა მოახდინა მოცულობითმა სატვირთო გადაზიდვებმა ინდოეთიდან და ტაილანდის შაქრის ექსპორტის პოზიტიურმა პერსპექტივამ. 

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023