სოფლის მეურნეობა
28/10/2020

ხორბალი გაძვირდა - საჭიროების შემთხვევაში მთავრობა მზადაა სუბსიდირების მექანიზმი აამოქმედოს

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის მატების გამო, შესაძლოა საქართველოში მარცვლეულის სუბსიდირების საკითხი კვლავ გააქტიურდეს.

სპეციალისტების მტკიცებით, ფასის ზრდის თავიდან ასაცილებლად ეკონომიკური გუნდის გააქტიურება ნოემბრის ბოლოდან იქნება საჭირო. ხორბალზე ფასების ზრდა ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში მოსავლის რაოდენობის სიმცირით არის გამოწვეული.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტემბრის შემდეგ ხორბალი საშუალოდ 30%-ით გაძვირდა. საკითხზე მეხორბლეთა ასოციაციას პრემიერ-მინისტრთან უკვე ჰქონდა შეხვედრა. მთავრობა მზად არის საჭიროების შემთხვევაში პურზე ფასის მატება კვლავ დააზღვიოს.

"თუ მსოფლიოში ტენდენცია ასე გაგრძელდება და ხორბლის ფასი აიწევს, ეს შექმნის დაძაბულობას ბაზარზე. ამასთან დაკავშირებით გაქვს ხოლმე შეხვედრები, შეხვედრა გვქონდა პრემიერთანაც, რომელმაც  გვითხრა, რომ თუ ზღვარი იქამდე მივიდა რომ ამან გარკვეული ასახვა მოიტანა და გადავიდა გაძვირების ტენდენცია ფქვილიდან პურში - აუცილებლად ჩაერთვება ფასების შენარჩუნების პროგრამა", - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022