სოფლის მეურნეობა
12/10/2021

ხორბალი გაძვირდა - მთავრობა სუბსიდირებას ჯერ არ განიხილავს

საქართველოშიც, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ხორბალსა და ფქვილზე ფასებმა პიკურ ნიშნულს მიაღია. დაასუბსიდირებს თუ არა მთავრობა პროდუქტებს, ჯერ გაურკვეველია.

ფასების ზრდის მიზეზი ერთი მხრივ, კორონავირუსის პანდემიის გავლენა, მეორე მხრივ კი შემცირებული მოსავლიანობაა. საშუალო წლიური მოსავალი სხვა ქვეყნებთან ერთად შემცირდა რუსეთშიც, რომელიც საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორია და მეტწილად, ქვეყანაში ხორბლის საფასო პოლიტიკას განსაზღვრავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, ადგილობრივი ფერმერები მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, ხელსაყრელ ფასად ცდილობენ ხორბლის რელიზებას, რაც ღირებულების შემცირების საშუალებას ამ ეტაპზე არ იძლევა. მთავრობა აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და გამოხატავს მოლოდინს, რომ გასული წლის ტრენდის მსგავსად, პიკური ფასები ეტაპობრივად შემცირებისკენ წავა.

"მსოფლიომ საშუალო წლიური მოსავალი საკმაოდ შემცირებული ოდენობით მიიღო, ისევე როგორც FAO-ს კვლევებით ყველა ძირითად სასაქონლე ჯგუფზე გვაქვს პიკური ფასები მთელ მსოფლიოში, ეს კოვიდის პირობებიდანაც არის გამომდინარე. მაღალია ფასები ხორბალზეც, თუმცა სუბსიდირებაზე განხილვა არ ყოფილა, ვაკვირდებით ბაზარს, ვნახოთ როგორი განვითარება ექნება მას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველაფრის სუბსიდირება უბრალოდ შეუძლებელია", - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" გიორგი ხანიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსავალი 150 000 ტონამდეა, რაც მთლიანი მოხმარების მხოლოდ 15%-ია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023