სოფლის მეურნეობა
13/04/2023

ხელვაჩაურში ვენახების კადასტრის პროგრამა იწყება

ღვინის ეროვნული სააგენტო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებას იწყებს. კადასტრის მნიშვნელობაზე და პროგრამის დეტალებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ და მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და ყურძნისეული პროდუქტების ხარისხს უზრუნველყოფს.

ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის რეგისტრაციით და ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს მოიცავს, დარგვის თარიღს და ვენახის მდგომარეობას.

მუნიციპალიტეტის მხრიდან პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართვის სრული მზადყოფნა გამოითქვა.

ვენახების კადასტრის პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023