სოფლის მეურნეობა
26/04/2022

ხანიშვილი: გვექნება გამართული სარწყავი სისტემა, რომელსაც განვითარებული ქვეყენები იყენებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარჯვენა მაგისტრალური არხის მეორე რიგის  წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 128 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა  და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.    

26 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.    

ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  ქალაქ საგარეჯოს, სოფლების - ნინოწმინდა, გიორგიწმინდა და წყაროსთავი 5000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის    ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს  „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერ ლალი დურმიშიძესთან ერთად, სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გაეცნო.

„ახლო მომავალში, გვექნება გამართული სისტემა, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ არის პირველი მცდელობა, ფართობების გასარწყავიანება დახურული სქემით დავიწყოთ, რომელზეც წვეთოვანი სისტემები აეწყობა. ეს არის მოდელი, რომელსაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყენები იყენებენ. ეს სისტემები უფრთხილდება ეკოლოგიას, ზოგავს წყლის რესურსებს და ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023