სოფლის მეურნეობა
19/07/2023

ქეთევან კუბლაშვილი: "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებას  საქართველოზე გავლენა არ ექნება

"შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებას  საქართველოზე გავლენა არ ექნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში მარცვლეულის იმპორტი საერთოდ არ ხორციელდება, ვინაიდან საქართველო ხორბლის ფქვილის იმპორტზეა გადასული - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის და დიდი ალბათობით,  წინა შემთხვევის მსგავსად სიტუაცია მალევე დარეგულირდება.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის უმსხვილეს მწარმოებლებს რუსეთი და უკრაინა წარმოადგენენ. თუმცა, როგორც ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი აღნიშნავს, მსოფლიოს წელს მარცვლეულის საკმაოდ კარგი მოსავალი აქვს, შესაბამისად, მასზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ თავისუფალი, ხოლო წლევანდელი ხორბლის ფასი სტაბილური იქნება.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსეთმა რამდენიმე პირობა დააყენა. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა პირობების დაკმაყოფილების გარეშე მოგვარდება," -აცხადებს კუბლაშვილი.

მისივე თქმით,დარეგულირდა საკითხი ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც რუსეთის გასვლით მწვავე პრობლემა ექმნებოდათ. როგორც კუბლაშვილი აცხადებს,  ალტერნატიული გზა უკვე ნაპოვნია, რომელიც უკვე 5 თვეა არსებობს.

ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორის მტკიცებით, რუსეთმა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილის ბაზარზე გატანა ვერ შეძლო, ამასთან წელსაც მოსავლის კარგი მაჩვენებელი აქვს.

როგორც კუბლაშვილი ვარაუდობს, საბოლოო ჯამში, რუსეთი იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება" შეჩერდა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023