სოფლის მეურნეობა
11/07/2021

კელი დეგნანი: კენკროვანი კულტურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში იმედის მომცემი სექტორია

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოში კენკროვანი კულტურები იმედის მომცემი სექტორია. მისივე თქმით, USAID და ამერიკის საელჩო მხარს უჭერს მწარმოებლებს ახალი საშუალებების დანერგვასა და ხარისხის გაზრდაში.

„კენკროვანი კულტურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ძალიან იმედის მომცემი სექტორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საექსპორტო ღირებულებამ 4 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ზრდის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. USAID და ამერიკის საელჩო მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარს უჭერს მწარმოებლებს ახალი საშუალებების დანერგვაში, იმისათვის, რომ გაიზარდოს მოსავლიანობა, გაიზარდოს ხარისხი; შესაბამისად, ვთანამშრომლობთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე მთავრობასთან. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში უფრო მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას", - განაცხადა კელი დეგნანმა კენკროვანი კულტურების ფორუმზე „გურია 2021", სადაც მან მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მიიღო.

ფორუმი „გურია 2021“ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022