სოფლის მეურნეობა
26/06/2023

"კავკასნათის“ მიერ წარმოებული ბიო თხილი ექსპორტზე გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში გადის

ასოციაცია „კავკასნათის“ მიერ წარმოებული ბიო თხილი ექსპორტზე ევროპის სამ ქვეყანაში გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში გადის. როგორც ასოციაციის დამფუძნებელი „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, გასულ წელს 362 ტონა ბიო თხილი გავიტა ექსპორტზე ევროპაში.

„თხილის სექტორიდან ბიო სერთიფიკატს მხოლოდ „კავკასნათი“ ფლობს. 2021 წელს 136 ტონა  ბიო თხილი ვაწარმოეთ. მოცულობები თანდათან გავზარდეთ, რადგან ჩვენი ასოციაციის სხვა წევრებმაც ეტაპობრივად მიიღეს ბიო სერთიფიკატი. 2022 წელს ჩვენს პლანტაციებში  მოყვანილი 518 ტონა თხილიდან 362 ტონა იყო ბიო, რაც სრულად  ექსპორტზე გავიდა.  მოგეხსენებათ, ბიო სერთიფიკატის აღებას 36 თვიანი კონვერსიული პერიოდი სჭირდება. სამი სეზონი აუცილებელია იმისთვის რომ ნიადაგი  გაიწმინდოს ყოველგვარი ქიმიკატებისგან.“-აღნიშნა თემურ ბოკუჩავამ.

მისივე განმარტებით, ბიო სერთიფიკატის მფლობელი თხილის გულის საექსპორტო ფასი, ერთ კილოგრამზე 2.5 ლარით მაღალია ჩვეულებრივ თხილთან შედარებით.

ცნობისთვის, ასოციაცია „კავკასნათი“ 8 კოოპერატივს და 700-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს.

agropartner.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023