სოფლის მეურნეობა
14/02/2022

ქართველმა ფერმერებმა თხილის ექსპორტიდან $90 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღეს

ქართული თხილის ექსპორტი და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 13 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 19.7 ათასი ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე, შედეგად ქვეყანამ 90.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს.

ერთი წლის განმავლობაში თხილის ექსპორტი 26%-ით არის გაზრდილი, შემოსავლები კი 9%-ით.

ქართული თხილი ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე იყიდება, ლიდერი იტალიაა, სადაც 8 157 ტონა ქართული თხილის გავიდა, მეორე ადგილზე გერმანიაა 3 719 ტონით. ქართული თხილის ასევეგაიყიდა ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), ლიეტუვაში (393 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (375 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,357 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (422 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (283 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (119 ტონა), თურქეთში (92 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023