ფოტო: ila-france
სოფლის მეურნეობა
22/03/2022

ქართველი ფერმერები ფრანგული ყველის წარმოების ტექნოლოგიას ეუფლებიან

ქართველი ფერმერები ფრანგული ყველის წარმოების ტექნოლოგიას ეუფლებიან.

ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი, პროექტის „FinExCoop საქართველო” ფარგლებში, ფრანგმა ექსპერტმა, პატრიკ ანგლადემ ჩაატარა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული სწავლება მოიცავდა ნედლი რძის დამუშავების და ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაცნობას.

ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი 20-ზე მეტი კოოპერაციული საწარმოს წარმომადგენლს ჩაუტარდა.

მასტერკლასი ქართველი ფერმერებისთვის ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტი „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ  EU (NIF) პროგრამის ფარგლებში.

ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023